ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისათვის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა აიღეს ვალდებულება იმუშაონ ძალის გამოუყენებლობის შესაცებ დოკუმენტის შუალედურ განცხადებაზე და ეს დოკუმენტი მოლაპარაკებების მონაწილე ყველა მხარესთან შეათანხმონ. განცხადება ამის შესახებ ჟენევაში მოლაპარაკებების 25-ე რაუნდის დასრულების შემდეგ რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა გააკეთა.
„უპირველეს ყოვლისა თანათავმჯდომარეთა ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ დაარწმუნოს თბილისი ამგვარი განცხადების სარგებლობაში თავად საქართველოსათვის",_ განაცხადა კარასინმა და აღნიშნა, რომ „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციები მზად იყვნენ ამგვარი შეთანხმება მიეღოთ".
შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებების ჩატარებული რაუნდი კარასინის განცხადებით, უშედეგო გამოდგა, ვინაიდან მასზე კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმების გზაზე წინ ვერ წაიწიეს. კარასინმა ამაში საქართველო დაადანაშაულა, თუმცა აღნიშნა, რომ მუშაობა ამ მიმართულებით გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები