„მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია - გუშინ ჩემ საკანთან პატიმარი სცემეს - მესმოდა ჩხუბის და ცემის ხმა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, საბა სხვიტარიძე საპატიმროდან გავრცელებულ წერილში წერს, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.
როგორც საბა სხვიტარიძის წერილშია აღნიშნული, პატიმრების ნაწილი გადაყვანილია სხვა ციხეში, ხოლო ნაწილი დეესკალაციის ოთახშია გადაყვანილი.
„მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია. პატიმრებს პროვოკაციას უწყობენ და 10-12 წელს უმატებენ.
პატიმარმა ვენები გადაიჭრა
გუშინ ჩემ საკანთან პატიმარი სცემეს - მესმოდა ჩხუბის და ცემის ხმა.
პატიმრების ნაწილი გადაყვანილია სხვა ციხეში, არ ვიცით სად არიან. ნაწილი დეესკალაციის ოთახში არიან გადაყვანილები.
პატიმრების გარკვეულმა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო - ითხოვენ გავრცელებულ კადრებში მყოფი თანამშრომლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!
ასევე სახალხო დამცველის შესვლას ყველა მოშიმშილე პატიმართან!
ჩვენი სურვილია საჯარო გახდეს ეს ამბავი და გვერდში დაგვიდგეს ხალხი“, - წერს საბა სხვიტარიძე.