აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ საწვავის ფასების ზრდის მიზეზი არა ირანთან ომი, არამედ უკრაინის დარტყმებია რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე.
„ის, რაც ბენზინის ფასების ზრდას იწვევს, უკვე ჰორმუზის სრუტე აღარ არის, რადგან იქ რეკორდული რაოდენობით ბარელი გადის, არამედ - „ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები“, რომლებსაც რუსეთში უკრაინა აფეთქებს, ხოლო ლურჯ შტატებში, როგორიც კალიფორნიაა, მათ [ქარხნებს] „დემოკრატები“ ხურავენ“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.