საბერძნეთის შემდეგ აფხაზური დელეგაცია ბელგიაში ჩავიდა. აფხაზური მხარის ინფრმაციით, აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო -სამრეწველო პალატის დელეგაციის წევრები ბრიუსელის სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს შეხვდდნენ.
„მხარეებმა საკითხთა ფართო სპექტრი მიმოიხილეს, რომლებიც აფხაზეთსა და ბეგიას შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების სხვა და სხვა ასპექტებს ეხება. საუბარი მიდიოდა ერთობლივი აფხაზურ -ბელგიური საწარმოების შექმნაზე, დელეგაციების გაცვლაზე და მრავალ სხვა საკითხზე", _ იუწყებიან სეპარატისტები და აღნიშმავენ, რომ აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო „ბელგიასა და აფხაზეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხში".