დღეს ჟენევაში საქართველო და ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლები ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ტექსტზე იმსჯელებენ. რომელიც შესაძლოა მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე - 17-18 დეკემბერს იქნეს მიღებული. ანალოგიურ ცელკე მოლაპარაკებების გეგმავენ საქართველოს წარმომადგენლებთან ოსი სეპარატისტებიც.
განცხადება ამის შესახებ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოლაპარაკებებზე აფხაზური დელეგაციის ხელმძღვანელმა ვიჩესლავ ჩირიკბამ უკვე გააკეთა და მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე საქართველოსთან ამგვარი ხელშეკრულების გაფორმება არ გამორიცხა.
ოს სეპარატისტთა დელეგაციის ხელმძღვანელი, მურატ ჯიოევი ასევე აცხადებს, რომ 6 ნოემბერს განსახილველი საკითხი იქნება: „საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების მომზადების ტექსტის მომზადება და რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფა".
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ „თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმება საქართველოსა და აფხაზეთს და საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის მიმდინარე რაუნდის პრიორიტეტული მიმართულებაა".