აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა აცხადებს, რომ საქართველომ და აფხაზეთმა შესაძლოა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებას მიაღწიონ.
„საქართველომ და აფხაზეთმა შესაძლოა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე 17-18 დეკემბერს მიაღწიოს",_ განაცხადა ჩირიკბამ ჟენევაში პირველი სამუშაო ფღის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, „ერთოვლივ განცხადებაზე მუშაობა გაგრძელდება".
„ამას მიეძღვნება ცალკე შეხვედრა. განვიხილავთ ყველა „მომხრესა" და „წინააღმდეგს". თუ ყველაფერი კარგად იქნება ის უკვე მიღებული იქნება მომდევნო სესიაზე 17-18 დეკემბერს",_ აცხადებს ჩირიკბა და აღნიშნავს, რომ ეს დოკუმენტი სოხუმისა და თბილისის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
„ჩვენი მიზანია აფხაზეთმა და საქართველომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას, სხვა სიტყვებით სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიონ. ჯერ ჩვენ შორს ვართ აქედან, მაგრამ თუ ის განცხადება მიღებული იქნება, რომლის განხილვაც ახლა მიმდინარეობს ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ მხარეებს მოლაპარაკება სურთ", _ აცხადებს ჩირიკბა.
მასალის გამოყენების პირობები