ოკუპირებული აფხახეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაცია „ევროპაში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში" საბერძნეთს ესტუმრა. იუწყებიან აფხაზი სეპარატისტები.
მათივე ინფორმაციით, აფხაზურმა დელეგაციამ მოინახულა ბერძნული დაწესებულებები და თანამშრომლობის დამყარების სურვილი გამოთქვა.
„ასევე გაიმართა შეხვედრები, რომლებზეც ორი ქვეყნის ურთიერთობების გამყარების საკითხებზე იმსჯელეს", _ იუწყება აფხაზური მხარე. აფხაზურმა დელეგაციამ საბერძნეთში აფხაზეთის შესახებ გადაღებული ფილმიც ჩაიტანა, რომელმაც „ბერძენი მეწარმეების დიდი ინტერესი გამოიწვია".