დღეს სოხუმში აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი იწყება. განსასჯელის სკამდე 10 ადამიანია, რომელთაგან ერთ ერთი ადრე გარდაიცვალა. ანქვაბზე მომხდარი ექვსივე თავდახსმის სისალის სამართლის საქმე ერთ საქმედაა გაერთიანებული და 43 ტომისაგან შედგება.
სასამართლო დარბაზი, რომელშიც განხილვა მიმდინარეობს 130 ადგილისაგან შედგება. სასამართლო პროცესი ღიაა.
ალექსანდრე ანქვაბისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების სიცოცხლეზე თავდასხმის ბრალდება, რომელსაც ადგილი ქონდა 2011 წლის ნოემბერში, 2012 წლის იანვარში და 2012 წლის თებერვალში წაეყენათ: ანზორ ბუთბას, რამზი ხაშიგს, ასტამურ და ალხაზ ხუტაბებს. ასევე დაუსწრებლად, აწ უკვე გარდაცვლილ ალსამბეი კჩაჩს, რომლის ნათესავების მოთხოვნით მისი რეაბილიტაციის მიზნით საქმე ასევე გადაიგზავნა სასამართლოში.
ალექსანდრე ანქვაბისა და ე.წ. სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელზე გვარად გერიაზე სიცოცხლეზე თავდასხმის ბრალდება, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2007 წლის 9 ივლისს წაყენებული აქვს თამაზ ბარციცს, ედლარ და ედგარ ჭითანავებს.
ე.წ. პროკურატურის ინფორმაციით, ყველა ზემოთაღნიშნული დანაშაული ჩადენილი იყო ბანდის მიერ, რომელის პაველ არძინბამ და რუშბეი ბარციცმა შექმნეს. ორივე მათგანი ამჟამად საერთაშორისო ძებნაში იმყოფება.
ამას გარდა, სეპარატისტების ინფორმაციით, ამ საქმესთან დაკავშირებით, ასევე ბრალი ცეცხლსასროლი და ასაფეთქებელი იარაღის უკანონო ბრუნვაში ასვეე წაყენებული აქვთ მურთაზ საქანიას და რუსლან გიცბას.
შეგახსენებთ, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე პირველი თავდასხმა - 2005 წლის 28 თებერვალს მოხდა. მეორე - ერთი თვის შემდეგ. მესამე - 2007 წლის 20 ივნისს - ახალი ათონის ახლოს გზატკეცილზე ანქვაბის მარშრუტზე აფეთქება მოხდა. მეოთხე - იმავე წლის 9 ივლისს მისი ავტომობილი დაცხრილეს. მაშინ ანქვაბი და მისი მძღოლი დაიჭრნენ. მეხუთე - 2011 წლის ნოემბერში, ანქვაბი მაშინაც დაიჭრა და მეექვსე - 2012 წლის 22 თებერვალს.