საქართველოს 19 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა 1 წლიანი შესვენების შემდეგ ტიტული დაიბრუნა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამართულ ფინალურ თანამშზე ბორჟღალოსნებმა ბელგიელ მეტოქეთა წინააღმდეგობა მეორე ტაიმში დაძლიეს და ანგარიშით - 32:6 გაიმარჯვეს.
ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა მომავალ წელს ჰონკონგში გასამართი მორაგბეთა მსოფლიო თასის ალაფის საგზურიც მიიღო, სადაც ქართველ ბორჟღალოსანთა გარდა იაპონიის, კანადის, ნაბიის, ტონგას, ურუგვაიას, ამერიკის შეერთებული შტატების და მასპინძელი ქვეყნის ნაკრებები ითამაშებენ.