ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2017 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში გაიმართება. გადაწყვეტილება ოქტომბრის ბოლოს დოჰაში (ყატარი) გამართულ კონგრესზე გახდა ცნობილი, რომელსაც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი, საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე და გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე ესწრებოდნენ.
მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობითვის ორი ქვეყანა საქართველო და ხორვატია იბრძოდა. კონგრესის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება და ფინალური რაუნდის პაექრობები თბილისში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.
აღნიშნული გადაწყვეტილბა კონგრესმა ქართული დელეგაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღო, მათი თქმით სქართველოს გააჩნია მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების პოტენციალი. უახლოეს პერიოში კი დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამი ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა თელავში, ქუთაისსა და ბათუმში.
მასალის გამოყენების პირობები