მიმდინარე წლის 5-6 ნოემბერს ჟენევაში დაგეგმილი საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე აფხაზმა სეპარატისტებმა უშიშროების საბჭოს სხდომაზრე ისაუბრეს. სხდომას აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი თავმჯდომარეობდა.
ამ სხდომაზე ანვაბმა, ე.წ. უშიშროების საბჭოს წევრებს ახალი „თავმჯდომარე" ნუგზარ აშუბა წარუდგინა.
„უშიშროების საბჭოს სხდომაზე საშინაო და საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ კი იმ თემებზე ისაუბრა, რომელთა შესახებ მსჯელობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე მოხდება, რომელიც 5-6 ნოემბერსაა დაგეგმილი",_ იუწყება აფხაზური მხარე.