ოსმა სეპარატისტებმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული, საქართველოს მოქალაქე მათთვის ჩვეული მეთოდით - ჯარიმის გადახდის შემდეგ გამოაძევეს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
„გორის რაიონის სოფელ ფლავის მკვიდრს რობიზონ ტერაშვილს სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით 2000 რუბლით ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ამის შემდეგ ის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გაძევებულ იქნა", _ წერს ოსური მხარე.