დღეს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი წალენჯიხას ესტუმრა და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
სააკაშვილთან შეხვედრაზე მისულთა დიდი ნაწილი აფხაზეთიდან დევნილი იყო. პრეზიდენტობის კანდიდატმა მათ აფხაზეთში ღირსეული დაბრუნება, ხელმოკლე სტუდენტებს კი დახმარება აღუთქვა: "გამოვდივარ ინიციატივით, ყველა ხელმოკლე სტუდენტს, ვისაც საშუალება არ აქვს, მაგრამ კარგად სწავლობს, სახელმწიფომ ბინის ქირის ფასი გადაუხადოს. მომავალი წლიდან საუკეთესო სტუდენტებს საქართველოს ყველა რეგიონიდან უცხოეთში სასწავლებლად გავუშვებთ, რათა დაბრუნდნენ და საქართველოს მოახმარონ ენერგია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მინიმალური პენსია საქართველოში 100 აშშ დოლარი იყოს", _ აცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატი.
სააკაშვილი დევნილებს აფხაზეთში დაბრუნებას ჰპირდება: "სანამ თითოეული თქვენგანი დევნილია, მეც დევნილად ვითვლები. თუ 5 იანვარს იაქტიურებთ, არ დაუშვებთ პროვოკაციებს, არეულობას, საქართვერლოს დამხობის მცდელობას, შევქმნით ყველა პირობას, რომ სულ მალე ყველა დევნილი თავის სახლებში დაბრუნდეს", _ აცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატი.