„ახლა როდესაც საქართველოშო კოჰაბიტაცია დასრულდა დადგა დრო საქართველომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი", _ განცხადება ამის შესახებ რუსეთის ყოფილმა ელჩმა საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკომ გააკეთა.
„მიმაჩნია, რომ სწორი და გონივრული იქნებოდა ყველა თვალსაზრისით როგორც უფრო ძლიერის მხრიდან, საქართველოს მხრიდან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან შედარებით გაკეთდეს განცხადება, რომელიც ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმებას ეხება მეზობლებთან მიმართებაში", _ განაცხადა კოვალენკომ და აღნიშნა, რომ საქართველოს მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი გამოაჯანსაღებდა სიტუაციას და კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის ნდობის აღდგენას შეუწყობდა ხელს.