. ავიაკომპანია "აირზენა" საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების განსახორციელებლად მზადაა. საავიაციო საზაფხულო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, ავიაკომპანიამ ყველა ქვეყანაში განრიგი გააგზავნა. "აირზენას" საავიაციო განრიგი გადაიგზავნა რუსეთის საავიაციო ხელისუფლებასთანაც.
მთელი მსოფლიოს ავიაციაში ზაფხულის სეზონი 28 მარტიდან იწყება.
"28 მარტიდან მთელი მსოფლიოს ავიაციაში იწყება ზაფხულის სეზონი და დგება ახალი განრიგები. ყველა ქვეყანაში დავარიგეთ და დავაგზავნეთ განრიგები მათ, შორის რუსეთშიც. თუ აღდგება საჰაერო მიმოსვლა, მზად ვართ, ფრენები დავიწყოთ", _ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას "აირზენას" საზოაგდოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.