ქართველმა ძალოსნებმა დოპინგ-კონტროლი ვერ გაიარეს და მსოფლიო ჩემპიონატიდან მოიხსნენ. ევროპის ბრინჯაოს პრიზიორების, რაულ ცირეკიძესა და დავით გოგიას სისხლში აკრძალული ნივთიერებები აღმოაჩინეს.
დოპინგ-ტესტი ვერ გაიარა კიდევ ორმა ქართველმა სპორტსმენმა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი ვინაობა ამ ეტაპზე არ სახელდება.
საქართველოს ანტიდოპინგური სამსახურის ხელმძღვანელის პავლე კასრაძის ცნობით, მსოფლიო ჩემპიონატიდან მოხსნის გარდა სხვა სანქიცები - სპორტსმენთა ორწლიანი დისკვალიფიკაცია და ფედერაციისთვის ფინანსური სანქციების დაკისრება გარდაუვალია.
მასალის გამოყენების პირობები