საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია. ლუბლიანაში გამართულ პლანეტის გუნდური პირველობის ფინალში ქართველებმა საბერძნეთის ნაკრებს 4-1 მოუგეს და ოქროს მედლები მოიპოვეს.
ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა რუსეთს, მონღოლეთსა და მასპინძელ სლოვენიას სძლია. პირველ ფინალურ ბრძოლაში კახელიშვილი ევროპის სამგზის ჩემპიონთან დამარცხდა. ანგარიშის გათანაბრება ფრიდონ გიგანმა მოახერხა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი მარგიანმა ტიტულოვან ბერძენ ძიუდოისტს მოუგო.
წარმატებით გამოვიდა და გადამწყვეტი ორთაბრძოლა მოიგო ბექა ღვინიაშვილმა, რომელმაც მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს სძლია. საბოლოო შედეგი კი მათიაშვილმა დააფიქსირა, რომელმაც ბერძენი მეტოქე ეფექტური გდებით დაამარცხა.
მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები იაპონიამ და უკრაინამ მოიპოვეს.