ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბოკუჩავამ თანამდებობა დატოვა. მისი გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
წინასწარი ინფორმაციით, გათავისუფლებულ პოსტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური დირექტორი დაიკავებს.
ბოკუჩავას თანამდებობიდან წასვლის ფაქტი უკვე დაადასტურა რეგიონალური პოლიტიკისა და ინფრასტრუქურის მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა. მინისტრის განმარტებით, ბოკუჩავას თანამდებობიდან წასვლა შიდა საკადრო გადაადგილებებით არის გამოწვეული.
ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ბოკუჩავა მუშაობას სავარაუდოდ ტყეშელაშვილის უწყებაშივე გააგრძელებს