26 ოქოტომბერი - 2 ნომებერს დაგეგმილი ფეხბურთის საერთაშორისო ახალგაზრდული ტურნირი რომელშიც მონაწილობა უნდა მიეღო საქართველოს, არგენტინის, ურუგვიას და ბრაზილიის 21-ე წლამდე ახალგაზრდულ ნაკრებებს გაურკვეველი ვადით გადაიდო. ტურნირი მსოფლიო ფეხბურთის 150 და ქართვული ფეხბურთის 115 წლითვაისადმი იყო მიძღვნბილი და მას „საქართველოს არგენტინული სახლი" ატარებდა. სწორედა ამ ტურნირის საპატიო სტუმარი უნდა ყოფილიყო ფეხბურთის მეფე პელე. ტურნირის ორგანიზატორთა განცხადებით მიუხედავად იმისა რომ ტურნირი გადაიდი პელეს თანხმობა, ჩამოვიდეს თბილისში ძალაში რჩება. პელეს სტუმრობისას იგეგემებოდა მისი შეხვედრა ქუთაისელ სეხნიასთან - პელე გურულთან, რომელსაც სახელი მამა მიხეილ გურულმა პელს საპატივცემულოდ დაარქვა. პელე გურული 1970 წელს 14 ივნისს დაიბადა მაშინ როცა მექსიკაში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობდა.
მასალის გამოყენების პირობები