დღეს, 7 მარტს, დიდმარხვის მესამე კვირას, მართლმადიდებელი ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს. ამ დღსთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვას გამართავს.
ჯვრის თაყვანისცემა დიდმარხვის შუა პერიოდში აღინიშნება. იგი მორწმუნეებს უფლის ვნებებს ახსენებს და რწმენაში აძლიერებს. დიდმარხვის შემდეგი კვირა წმინდა იოანე კლემაქსის სახელწოდებით აღინიშნება, რომელმაც ადამიანის განწმენდისთვის და უფალთან მისასვლელად სულიერების კიბე აღწერა. მას სხვაგვარად კიბისაღმწერელსაც უწოდებენ.
დიდმარხვა წელს 15 თებერვალს დაიწყო და 4 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.