ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის სხდომაზე სოჭის ოლიმპიადის მოსამზადებელ სამუშაობას განიხილავენ.
სხდომაზე დეტალურად განიხილავენ თუ როგორ მიმდინარეობს ზამთრის 22-ე ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების პროცესი. როგორც ეროვნული ოლიმპიურ კომიტეტში აცხადებენ ისინი დღევანდელ აღამასკომის სხდომაზე არ განიხილავენ ქართველების ოლიმპიადაში მონაწილეობის საკითხს, რადგან ამ საკითხე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
,,კომისიის სხდომაზე ოლიმპიადაში მონაწილეობის საკითხი არა განიხილება. საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2 მაისს რიგგარეშე სესიაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს დელეგაცია სოჭის ოლიმპურ თამაშებზე გაემგზავრება. დღევანდელ სხდომაზე საუბარი იქნება მხოლოდ და მხოლოდ სოჭის ოლიმპიადის მოსამზადებელ სამუშაოებზე", -განაცხადა ჟურნალისტებთან ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახურის უფროსმა კახა ბერიძემ.