ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასვლითი სხდომა მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტებთან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე 15-დან 20-მდე მოსამართლეს აირჩევენ.
,,დღეს რამდენიმე საკითხს განვიხილავთ მათ შორის მოხდება მოსამართლეების არჩევა, რომლებიც სხვადასხვა სასამართლოში დაიწყებენ მუშაობას. ასევე განვიხილავთ სასამართლოებში საშტატო ერთეულის გაზრდის საკითხსაც. ვფიქრობ, დღევანდელი გასვლითი სხდომა მნიშვნელოვანია და ამგვარი სხდომები სხვადასხვა ქალაქებშიც იქნება", ', _განაცხადა კუბლაშვილმა.