სატყეო დეპარტამენტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაიქმნება. აღნიშნული ინიციატივით საკანონმედბლო ორგანოში საქართველოს მთავრობა შევიდა.
ახალი კანონპროექტი "საჯარო სამარლის იურიდიული პირის - სატყეო სააგენტოს შესახებ" სატყეო დეპარტამენტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადაქმნას ითვალისწინებს, თუმცა სხვა მსგავსი ორგანიზაციებისგან განსხვავებით "სატყეო სააგენტოს" ხელმძღვანელს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ერთპიროვნულად დანიშნავს.
კანონპროექტში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისათვის, კერძოდ კი 1 კუბური მეტრის საშეშე მერქნისათვის და 1 კუბური მეტრი სამასალე მერქნისთვის საფასური დადგენა იქნება გათვალისწინებული. ასევე, საფასური დადგინდება სალიცენზიო ობიექტის მომზადებისთვის - სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის შესახებ და ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის მოპოვების შესახებ დოკუმენტაციის მომზადებისთვის.
სააგენტოს კიდევ ერთი შემოსავლის წყარო ტყის რესურსების წარმოშობის დოკუმენტაციის გაცემისათვის დაწესებული საფასური იქნება.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის თანახმად სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეობების და საფასურის დაადგენის უფლება მთავრობას ექნება.
"სატყეო სააგენტო" ბიუჯეტიდან დაახლოებით 3 მილიონ ლარით დაფინანსდება, ასევე მიზნობრივი გრანტების, კრედიტებისა და შემოსვალის საჩუქრისა და შემოწირულობის სახით მიღების უფელებაც ექნება. აუქციონებიდან მიღებული თანხებიც სააგენტოს ანგარიშზე ჩაირიცხება.