უცხოეთში მყოფ ქართველებმა საქართველოს
მოქალაქეებისადმი მიმართვა გაავრცელეს, რომელშიც ქვეყანაში არსეულ ვითარებაზე და წინასაარჩევნო პროცესების დინამიკაზეა საუბარი. "ჯი-ეიჩ-ენი" სრულად გთავაზობთ მიმართვის ტექსტს:
საქართველოში არსებულმა სიტუაციამ, მოახლოებულმა არჩევნებმა და ჩვენმა მოქალაქეობრივმა ვალმა, დაბადა სურვილი საჯაროდ დაგვეფიქსირებინა
ჩვენი მოქალაქოებრივი პოზიცია.
წინაასარჩევნო პერიოდი, რომელიც პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში
დემოკრატიულ ხასიათით გამოირჩევა, იძლევა გამჭვირვალე არჩევნების
უნიკალურ შანსს.
ამავდროულად ქვეყანაში გაჩნდა სახელმწიფოებრიობის საძირკვლების
რყევის რეალური საფრთხე. რიგგარეშედ დანიშნულმა საპრეზიდენტო აჩევნებმა
ნათელყო ქვეყანაში არსებული სომალიზაციის სინდრომი.
ამ სინდრომის მთავარი მახასიათებელია პერმანენტული არასტაბილურობა და საგანგებომდგომარეობა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ არენაზე.
ბოლო წლებში მიღწეულია სახელმწიფოს სტრუქტურების არსებული სტანდარტებით ჩამოყალიბება და სტაბილიზაცია. სომალიზაციის სინდრომი პირდაპირ ემუქრება ამ
პროცესის მოშლას.
წინასაარჩევნო პროცესმა გამოავლინა ცალკეული ჯგუფების მიდრეკილება, არჩევნების
წინასწარვე დისკრედიტირებით მოხდეს
არჩევნების შედეგებზე გვერდის ავლა და არაპარლამენტარული, ქუჩის პროტესტების
ფორმით პოლიტიკური მიზნების მიღწევა. ამასთანავე იკვეთება ტენდენცია ე. წ. ქუჩური მენტალიტეტის დაბრუნებისა ქართულ პოლიტიკაში. ქუჩური მენტალიტეტის რეაბილიტაცია კი პოლიტიკურ არენაზე უცილებლად დააბრუნებს სომალიზაციის სინდრომით დაავადებულ 90-ი ანი წლების ქართულ ვაი-სახელმწიფოს.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ყველაფერი უნდა იღონონ, რათა
სახელმწიფოს სტაბილიზაციის პროცესი არ შეფერხდეს და ე.წ . ქუჩური მენტალიტეტის
პოლიტიკაში დაბრუნებას ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოს.