"ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, რიყეზე ახალი გადასასვლელი ხიდის მშენებლობა 35 მილიონი ევრო ჯდება ამის შესახებ "ალიანსის ლიდერმა დღეს, კალათბურთის სასახლეში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას განაცხადა M
"სარწმუნო ინფორმაციით, რიყეზე ხიდის მშენებლობა 35 მილიონი ევრო ჯდება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისი თქმით, გაუმართლებელია ხიდის მშენებლობაზე ამხელა თანხების დახარჯვა როცა ქვეყანაში სოციალური პრობლემები მოუგვარებელია.
,,თუ გავიმარჯვებთ, ,ჩვენ გავაგრძელებთ მშენებლობებს და ავაშენებთ
უკეთეს ხიდებს და სხვა არქიტექტორულ ნაგებობებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში სოციალური პრობლემები აღარ იარსებებს. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია სამუშაო ადგილების შექმნა და სხვა სოციალური პრობლემების გადაწყვეტა." - განაცხადა ალასანიამ.