„გაერთიანებულ ტელეკომის" ტექნიკური დირექტორის პოსტზე ლევან ბუჩუკური დაინიშნა, რომელიც კომპანიის ტექნიკური განვითარებისა და ექსპლუატაციის საკითხებს უხელმძღვანელებს.
2009 წლიდან დღემდე ლევან ბუჩუკური შპს „ნოვუსის" გენერალური დირექტორი „გაერთიანებული ტელეკომისა" და შპს „ნოვუსის" ერთობლივ პროექტს "ნოვუს თV" - ინტერნეტპროტოკოლზე დაფუძნებული ტელევიზია ხელმძღვანელობდა.
ამასთან, იგი 2001-დან 2004 წლამდე შპს „მაგთიკომის"გენერალური დირექტორი იყო, ასევე სხვადასხვა დროს მუშაობდა შპს „მეგაკომში"; შპს „იბერიატელში"; შპს „ტექნომედიაში"; შპს „ტექნოსერვისში" და შპს „ვარიდ ტელეკომში".
ბუჩუკურს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ფაკულტეტი და ამავე უნივერსიტეტის ფუნდამენტურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ელექტრონიკის ფაკულტეტი წითელ დიპლომზე აქვს დამთავრებული.