ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ,,თვინინგის'' (თწინნინგ) პროექტი დაიწყო.
როგორც ~ჯი-ეიჩ-ენს~ სამინისტროდან აცნობეს, ,,თვინინგი" ევროკომისიის ინიციატივით იმართება, რომლის მიზანი საჯარო სამსახურების კუთხით საქართველოსთვის ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაა.
პროექტის ფარგლებში ევროპის ქვეყანა შეირჩევა, რომელიც საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ითანამშრომლებს.
ტურიზმის სფეროში არსებული პრობლემატიკის შესასწავლად ტურიზმის განვითარებისა და ,,თვინინგის'' ექსპერტები უკვე ჩამოვიდნენ, ქართველ კოლეგებს ტურიზმის სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებაზე გამოცდილებას გაუზიარებენ.
ვიზიტის ფარგლებში ექსპერტები ტურიზმის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენელს - ტურისტულ კომპანიებს, სასტუმროს მენეჯერებს და გიდებს უკვე შეხვდნენ. ექსპერტები კონკრეტული რეკომენდაციების მოსამზადებლად საქართველოს აპრილშიც ეწვევიან.