აფახაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ქ. თბილისში 19-20 სექტემბერს ჩატარდება აფხაზეთის მკვიდრის, წარსულში ცნობილი ფეხბურთელის, სსრკ-ის სპორტის ოსტატის, გენო ზარიას ხსოვნისადმი
მიძღვნილი ტურნირი მინი-ფეხბურთში, რომელსაც ა.წ. 19 სექტემბერს 70 წელი შეუსრულდებოდა. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის მკვიდრი ვეტერანიფეხბურთელები.
ტურნირი ჩატარდება ოლიმპიური სისტემით, ფიფა-ს მიერ დაწესებული წესებისშესაბამისად.
შეჯიბრების მიზანია აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის აქტიური ჩაბმა ფიზიკურ კულტურასა და სპორტში, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა.
მისამართი: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N 2, „ქარიშხალა"-ს
სპორტკომპლექსი.
20 სექტემბერი - დასაწყისი 12:00 სთ.