სასტუმრო "ქორთიარდ-მარიოტში" საქართველო-პოლონეთის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისო კომისიის პირველი შეხვედრა მიმდინარეობს.
მხარეები საქართველო-პოლონეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებზე, კერძოდ ენერგეტიკის, რეგიონალური პოლიტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობაზე ისაუბრებენ.
შეხვედრა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრაზე გაცხადდა, არ არის გამორიცხული პირდაპირი და საჰაერო სატრანსპორტო მიმოსვლის შემდეგ, ქვეყნებს შორის უახლოეს მომავალში ხელშეკრულება საზღვაო სატრანსპორტო მიმოსვლასთან დაკავშირებითაც გაფორმდეს.