"საქართველოს ბანკი" მომხმარებელს ახალ პროდუქტს "Visa FIFA Card"-ს სთავაზობს.
~საქართველოს ბანკის~ გენერალური დირექტორის მოადგილის, გიორგი ჭილაძის განცხადებით, ახალი პროდუქტი "საქართველოს ბანკმა" მომხამრებელს "Visa International"-თან ერთად შეიმუშავა, რომელიც მფლობელს საშუალებას მისცემს, ფეხბურთის 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატს დაესწროს.
"საქართველოს ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გია ბარკალაიას განმარტებით, კი "Visa FIFA Card" ჩვეულებრივი სადებეტო ბარათია, რომელზეც სპეციალური აქციაა მიბმული.
ბარათის მიღება 5 მარტიდან 5 მაისამდე, ხოლო ის, ვინც აღნიშნული ბარათით ყველაზე მეტ ტრანზაქციას განახორციელებს სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, სუპერპრიზს - ფეხბურთის ჩემპიონატზე დასასწრებად 2-კაციან საგზურს მიიღებს.
საგზურში სასტუმრო და ავიაბილეთებიც შედის. ასევე, გამოვლინდება კიდევ 99 გამარჯვებული, რომლებიც ფიფას 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური მაისურითა და ბურთით დაჯილდოვდებიან.
ახალი ბარათის გამოყენება შესაძლებელია ყველა ძირითადი საბანკო ოპერაციის განხორციელებისათვის. მასში შედის, როგორც ბანკომატიდან თანხის განაღდება, ისე სავაჭრო ობიექტებში მომსახურებისა და პროდუქტების შეძენა. ბარათის მეშვეობით შესაძლებელია კომუნალური გადასახადების გადახდა და მობილური ტელეფონის ბალანსის შევსებაც.
ბარათის დიზაინი ორი სახისაა. ერთ ვარიანტზე დატანილია 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის თასი, მეორე ვარიანტზე ასახულია უშუალოდ ფეხბურთის თამაშის პროცესი. მისთვის სასურველი დიზაინის ბარათს მომხმარებელი თავად შეარჩევს.ბარათი ერთწლიანია და მისი გამოყენება მფლობელს ერთი წლის განმავლობაში შეეძლება.