რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ქეთევან ციხელაშვილის განაცხადებით, რუსეთი სოფელ დიცში განვითარებული პროცესებით კიდევ ერთხელ არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასა და საერთაშორისო ნორმებს.
,, სამწუხაროდ, რუსეთი აგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა და საერთაშორისო ნორმების დარღვევას. ძალიან უხეშად ზღუდავს ადამიანის უფლებებს, ამიტომ სრულიად გასაგებია სოფლის მოსახლეობის უკმაყოფილება და პროტესტი. სამართალდამცავები დღეს ადგილზე იმყოფებიან იმისათვის, რომ არ მოხდეს რაიმე ინციდენტი და უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის უსაფრთხოება, ასევე ადგილზე იქნებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. მე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მთავარობა აქტიურად მუშაობს საერთასორისიო თანამეგობრობასთან. ჩვენ კიდევ ერთელ საქმის კურსში ჩავაყენეთ ჟენევის თანათავმჯდომარეები და ყველა ფორმატს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ საერთაშორისო რეაგირება იყოს ძალიან მწვავე", _განაცხადა ჟურნალისტებთან ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელის მსგავსად დღესაც სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა ე.წ. სასაზღვრო-სადემარკაციო სამუშაოების წარმოება გააგრძელეს. გუშინ კი სოფელ დიცში საქართველოს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი იმყოფებოდნენ და ვითარებას ადგილზე გაეცნენ.
მანამდე კი სოფელ დიცთან რუსი ოკუპანტების მიერ მავთულხლართებით გაბმა ადგილობრივმა მოსახლეობამ გააპროტესტა.
საოკუპაციო ზოლს მიღმა რჩება სოფელ დიცის სასაფლაო, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწები და სარწყავ არხამდე მისასვლელი გზა.