საქართველოს კონტროლის პალატა სამინისტროებს ფინანსური აღრიცხვიანობის სისტემის სრულყოფის თხოვნით მიმართავს. ამის შესახებ კომტროლის პალატის პრესსამსახური იუწყება.
"აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლასთან დაკავშირებით საქართველოში აუდიტის პროცესი და პროცედურები არსებითად იცვლება.
აუდიტის ჯეროვნად განხორციელებისათვის კი საჭიროა თვით სამინისტროების მიერ ფინანსური მართვის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.
სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით კონტროლის პალატამ სამინისტროებს მიმართა თხოვნით ფინანსური და საბუღალტრო ინფორმაციის მართვისათვის გამოიყენონ შესაბამისი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამები", - ნათქვამია კონტროლის პალატის განცხადებაში.
პრესსამსახურის განცხადებით, აუდიტის პერიოდი მოიცავს 2009 წელს და შესწავლილ იქნება ამ უწყებების მიერ საბიუჯეტო პარამეტრების შესრულების მდგომარეობა. აუდიტის შედეგები საზოგადოებას დამატებით ეცნობება.
აუდიტის საკითხები/პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ კონტროლის პალატის ვებგვერდზე: http://www.control.ge/news/id/53