ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით საზღვარი უკვე 9 ადამიანმა გადაკვეთა.
ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული სასაზღვრო პუნქტით რუსეთის 6-მა და საქართველოს 3-მა მოქალაქემ ისარგებლა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვარი, რომელიც მოსკოვის ინიციატივით სამი წლის განმავლობაში ჩაკეტილი იყო, 1 მარტს გაიხსა.
დღეს აღნიშნული პუნქტი საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროკავშირის მაღალი რანგის დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს.