დღეს, 3 მარტს, ქ. მინსკში საქართველო-ბელორუსიის ბიზნესფორუმი იგეგმება. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტ ჯემალ ინაიშვილის ხელმძღვანელობით საქართველოდან გაემგზავრა ბიზნესმენთა დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან: სს თბილღვინო, სს ბაგრატიონი 1882, შპს დუგლაძეების ღვინოების კომპანია, შპს თელავის ღვინის მარანი, შპს ასკანელი ძმები, შპს ბიზნესჯგუფი 2010, შპს გზატკეცილი +,შპს ბელსერვისი, შპს რუსმეტალი, შპს ჰერმესი, ასევე შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალის, ფოთის პორტისა და რაკია-ჯორჯია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის წარმომადგენლები.
ბელორუსიის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით მინსკში, ბელორუსიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შენობაში, ჩატარდება საქართველო-ბელორუსიის ბიზნესფორუმი, რომელსაც დაესწრებიან ბელორუსიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები. გაიმართება ორმხრივი შეხვედრები ქართველ და ბელორუს ბიზნესმენთა შორის, ასევე იგეგმება დელეგაციიის წევრების ვიზიტი ადგილობრივი საწარმოებში და სხვა ღონისძიებები.
ბიზნესფორუმზე თოთოეულ კომპანიას ეძლევა შესაძლებლობა, გააცნოს თავისი საქმიანობა პოტენციურ ბიზნესპარტნიორებს და დაამყაროს თანამშრომლობა მისთვის საინტერესო კომპანიებთან.