აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა აფხაზეთის ე. წ. საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარედ 39 წლის საიდ ტარკილი დანიშნა. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე ტარკილს ე. წ. საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
აფხაზეთის ე. წ. საბაჟო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე გრიგორი ენიკი კი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა.