"კონსერვატიული პარტიის" წევრი ბიძინა გუჯაბიძე საქართველოს პროკურატურას ცოტნე გამსახურდიას საქმეში დაზარალებულ დავით ბაჯელიძის ჩვენებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას თხოვს.
"ვითხოვთ დაიწყოს გამოძიება შსს ძველი თბილისის განყოფილების ხელმძღვანელის ნიკოლოზ გოგიაშვილის და ამავე უწყების გამომძიებლის ზურაბ სხირტლაძის მიმართ, ვინაიდან დავით ბაჯელიძემ განაცხადა, რომ მას ემუქრებიან და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლე საფრთხეშია. მოვითხოვთ დაცულ იქნან ისინი უკანონო ხელყოფისაგან", - აცხადებს გუჯაბიძე.
რაც შეეხება უშუალოდ ბაჯელიძის გუშინდელ სკანდალურ ჩვენებას, რომ ის ცოტნე გამსახურდიას არ დაუჭრია, აღნიშნული ჩვენების საფუძველზე "კონსერვატიული პარტიის" წევრი გამსახურდიას გათავისუფლებას მოითხოვს და აცხადებს, რომ ის უკანონო პატიმრობაში იმყოფება.
"სააკაშვილის უშუალო დავალებით უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი - ცოტნე გამსახურდია. საქართველოს პროკურატურამ მას ბრალი დასდო ცეცხლსასროლი იარაღით მოქალაქე დავით ბაჯელიძის დაჭრაში. ამჯამად აღნიშნულ საქმეზე მიმდინრეობს სასამართლო პროცესი მოსამართლე მერაბ ჯორბენაძის თავმჯდომარეობით, რომელიც გამოირჩევა აშკარა ტენდეციურობით და სსს კოდექსის უხეში დარღვევებით", - აცხადებს გუჯაბიძე.