საქართველოს ერროვნული ბანკის მოანცემებით, 1-ლი თებერვლის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 89.9 მლნ ლარით, ანუ 1.1 პროცენტით გაიზარდა და 8382.5 მლნ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 1514.3 მლნ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 18.1 პროცენტია.
უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 80.6 პროცენტი შეადგინა.
ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში წინა თვესთან. შედარებით არ შეცვლილა და 78.1 პროცენტი დარჩა.