საქართველოს მოქალაქემ ბაქოში საკუთარი შვილი მოკლა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, მკვლელობა გვიან ღამით მოხდა. 60 წლის მოვლა მამედოვი საკუთარ ქალიშვილთან, რახილი ენსოროვოსთან სტუმრად მივიდა. წასვლისას გაცილება სთხოვა და ეზოში გასულმა ნაგვის ურნასთან დამალული დანით მას ყელი გამოჭრა.
პოლიციაში ინფორმაციის მიღებისთანავე ოპერატიული ჯგუფი შეიქმნა. მამედოვი სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს.
ბრალდებულმა განაცხადა, რომ მკვლელობა მისი ღირსების საქმეს წარმოადგენდა და ბაქოშიც იმიტომ ჩავიდა, რომ შვილი მოეკლა.
ბანაგადინის რაიონულმა პროკურატურამ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა.