გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში თავდასხმა მოხდა. რამდენიმე კრიმინალი თავს დაესხა 70 წლის ეთერ ქაჯაიას.
თავდამსხმელებმა ქაჯაიასაგან ფული და ძვირფასეულობა მოითხოვეს და წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ ის სასტიკად ცემეს, რის შემდეგაც ეთერ ქაჯაიამ გონება დაკარგა.
შემთხვევა რუსი ოკუპენტების საგუშაგოდან 100 მეტრის დაშორებით მოხდა.