ამ ხელისუფლების პირობებში ტამბოვისკენ მიემართება ქვეყანა, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„რუსული ხელისუფლება საქართველოში, რომელმაც ჩარაზა ყველა კარი განვითარების, მოაქცია ქვეყანა იზოლაციაში და გადაკეტა ევროპისკენ მიმავალი გზა, რომელიც არის ქართველი ხალხის და ჩვენი მოქალაქეების არჩევანი, კონსტიტუციურად გამაგრებული.
ამიტომ, ყოველგვარი ილუზია, მინდა მივმართო პირველ რიგში ქართული ოცნების ამომრჩევლებს, უნდა გაიქარწყლოთ.
პერსპექტივა ამ ქვეყნის, ამ ხელისუფლების პირობებში არის ის, რომ ტამბოვისკენ მიემართება ქვეყანა და ამიტომ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სამარცხვინო, მოღალატეობრივი ხელისუფლება ჩამოვაშოროთ არჩევნების გზით ქვეყანას და მოვიყვანოთ ქვეყანაში პროევროპული ძალები“, - განაცხადა ხაზარაძემ.