პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო რეჟიმში შეხვედრა ჩანიშნა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.
შეგახსენებთ, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა: "2028 წლის ბოლომდე, დღის წესრიგში არ დავაყენებთ მოლაპარაკებების გახსნის საკითხს".