აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, სეპარატისტულ აფხაზეთში საბანკო ბარათებით გადახდის სისტემა შეიქმნება. განცხადება ამის შესახებ სერგეი ბაღაფშის ე.წ. სახელმწიფო კანცელარიამ გაავრცელა.
ბაღაფშის ე.წ. ბრძანების მიხედვით, აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკი 2010 წლის 1 ივნისამდე ვალდებულია წარმოადგინოს საბანკო ბარათებით ნაციონალური გადახდის სისტემის ფუნციონირების ძირითადი წინადადებები. მათ ასევე უნდა წარმოადგინონ ბარათების გამოყენებით არსებული გათვლების ძირითადი განხორციელების წესები.
ამავე დროს 1 ივლისამდე სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ნაციონალურმა ბანკმა უნდა მოამზადოს პროექტი "აფხაზეთის რესპუბლიკაში საბანკო ბარათების გამოყენების შესახებ", ხოლო დეკემბრისათვის კი საბანკო ბარათების გამოყენებით ნაციონალური საგადასახადო სისტემა უნდა შეიქმნას. საუბარია ამავე დროს საერთაშორისო საგადასახადო სისტემების საბანკო ბარათების გამოყენებაზე და საკრედიტო ორგანიზაციების და მათი ფილიალების მოზიდვაზე.
"საგადასახადო სისტემა საბანკო ბარათების გამოყენებით იქმნება ბარათების გამოყენებით გათვლითი ურთიერთობებისა და კოოორდინირების მიზნით. ასევე იმიტომაც რომ მოსახლეობა უზრუნველყოფილი იყოს თანამედროვე საბანკო მომსახურებით", _ აცხადებენ ბაღაფშის ადმინისტრაციაში.