2010 წლის 2 მარტს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა კონფერენცია „კომპიუტერული დანაშაულის პროექტი". შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტები კომპიუტერული დანაშაულისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.
პროექტს საქართველოში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ევროპის საბჭო ახორციელებს და მისი მთავარი პარტნიორები არიან საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები.
იუსტიციის სამინისტროში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა საქართველოში ბორის ვოძმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ჯაბა ებანოიძემ, ასევე პროკურორებმა, გამომძიებლებმა, მოსამართლეებმა, შინაგან საქმეთა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დისკუსია შემდეგ თემებზე: კომპიუტერული დანაშაულის კანონპროექტის ზოგადი მიმოხილვა; კომპიუტერული დანაშაულის კონვენციის იმპლემენტაცია საქართველოში; პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონპროექტი საქართველოში
„კომპიუტერული დანაშაულის პროექტის" მიზანია ხელი შეუწყოს საინფორმაციო და კომუნიკაციების ტექნოლოგიების უსაფრთხოებას საქართველოში. პროექტის ფარგლებში იგეგმება მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება, მათ შორის კანონმდებლობის შემუშავება, სპეციალური სამიზნე ჯგუფებისთვის ტრენინგების ორგანიზება და სხვა.
კომპიუტერული დანაშაულის პრობლემატიკა საქართველოში განსაკუთრებით მწვავედ 2008 წლის აგვიტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს დადგა. მასობრივი კიბერ-შეტევები საქართველოს სამთავრობო და არასამათავრობო ინტერნეტ-რესურსებზე რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში კომპიუტერული დანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და საშიში ფორმაა. ამასთან, ინტერნეტისა და კომპიუტერული სისტემების მეშვეობით შესაძლებელი ხდება მრავალი სხვა დანაშაულის ჩადენა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს კომპიუტერული დანაშაულის წინააღმდეგ ბძოლისათვის სათანადო ნორმატიული და ინსტიტუციური ბაზა, აგრეთვე კვალიფიციური ადამიანური რესურსი, რასაც `კომპიუტერული დანაშაულის პროექტი~ უზრუნველყოფს