საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა 2009 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში გამოქვეყნა.
ანგარიში რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის ინფორმაციას გამოფენების, დოკუმენტების რესტავრაციის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების, უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობების გაღრმავების, საერთაშორისო პროექტების შესახებ. დოკუმენტში დიდი ადგილი უჭირავს მომსახურების სფეროში დანერგილ, მომხმარებელზე ორიენტირებულ ცვლილებებზე ინფორმაციას.
ანგარიშის ელექტრონული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: : http://www.archives.gov.ge/c_panel/editor/uploads/files/angarishi.pdf