გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დაიწყო.
ქართული მხარის ინფორმაციით, შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული კრიმინოგენური ვითარება განიხილება, ასევე ყურადღება გამახვილდება ადამიანი უფლებების უხეშად დარღვევის საკითხებზეც.
ქართული მხრიდან შეხვედრაში შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის თავმჯდომარე შოთა უტიაშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი იღებენ მონაწილეობას.
შეხვედრა დღეს 14:00 საათზე დასრულდება.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის ბოლო შეხვედრა 9 თებერვალს გაიმართა.