10 აგვისტოს აჭარაში, საქართველოს ექსტრემალური სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, „ექსტრემალური ფესტივალის" ფარგლებში, გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება ოფროუდ შეჯიბრი ტრაიალში და მოტოშეჯიბრი კროსში. ღონისძიება ტარდება „თეგეტა მოტორსის", „რედბულის", „ნატახტარისა" და 4WD shop-ის მხარდაჭერით. შეჯიბრზე „თეგეტა მოტორსი" წარმოდგენილი იქნება პრემიუმ კლასის საავტომობილო ზეთით Shell Helix.
შეჯიბრი ოფროუდში ტარდება სამ კატეგორიაში: სტანდარტი, მოდიფიცირებული და პრომოდიფიცირებული. მოტოკროსი კი ორ კატეგარიაში: ძრავის მოცულობა 250 სმ³-მდე და ძრავის მოცულობა 250 სმ³-ს ზემოთ. "თეგეტა მოტორსის" სახელით შეჯიბრზე სამი ეკიპაჟი გამოდის. მონაწილეები მაყურებლებს დაუვიწყარ და ექსტრემალურ სანახაობას პირდებიან.
შეჯიბრში მონაწილეობას იღებენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის წარმომადგენლები. გამარჯვებულებს „თეგეტა მოტორსი" საჩუქრად გადასცემს ფასიან ვაუჩერებს.