დღეს, 2 მარტს, 13:00 საათზე, ბარნოვის ქ 75-ში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გამართავს პრესკონფერენციას 22 წლის ადვოკატის, მარი იველაშვილის უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით.
25 თებერვალს სააპელაციო სასამართლომ ადვოკატს 5 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ადვოკატის მიმართ გამოტანილი განაჩენი კვალიფიცირდება თაღლითობის მუხლით.
ასოციაციის თავმჯდომარე კომენტარს გააკეთებს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების შესახებ, რომელიც შეეხება საქართველოში სასამართლოს ნდობის ხარისხს. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ შედეგები არ შეესაბამება მართლმსაჯულებაში არსებულ რეალურ სურათს. რეალური სურათი ბევრად მძიმეა, ვიდრე გამოქვეყნებული კვლევის შედეგები.
მართლმსაჯულების ხარისხის დასადგენად, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ასოციაციის, მასმედიის სასუალებების და არასამთავრობო სექტორის წევრებს შორის დამოუკიდებელ, არაანონიმურ (ღია) კვლევას იწყებს.