დღეს, 2 მარტს, 10:30 საათზე, იუსტიციის სამინისტროში გაიმართება კონფერენცია "კომპიუტერული დანაშაულის პროექტი~. ევროსაბჭოსთან ერთად პროექტს საქართველოში იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები ახორციელებენ.
კონფერენციის თემაა: "კომპიუტერული დანაშაულის პროექტი~ ხელს შეუწყობს საქართველოში საინფორმაციო და კომუნიკაციების ტექნოლოგიების უსაფრთხოებას.
პროექტის ფარგლებში იგეგმება რეფორმების გატარება კომპიუტერულ დანაშაულთან დაკავშირებით, მათ შორის შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავება, სპეციალური სამიზნე ჯგუფებისთვის ტრენინგების ორგანიზება.