დღეს, 2 მარტს, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოსი ლევან ალექსიძე წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: "ჰაიდი ტალიავინის მისიის მოხსენების საერთაშორისო სამართლებრივი ასპექტები".
მოხსენებაში განხილული იქნება აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელის მიერ დადებული დოკუმენტი; კერძოდ, დასკვნის ორივე ტომში ასახული სამართლებრივი თვალსაზრისით დადებითი და სადავო საკითხები.
აკადემიკოსი მოხსენებით სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა და აკადემიური საბჭოების გაერთიანებულ ღია სხდომაზე წარდგება. მოხსენების შემდეგ დისკუსია გაიმართება, ლევან ალექსიძე დამსწრეთა შეკითხვებსაც უპასუხებს.
შეხვედრას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტოლეგები და ექსპერტები დაესწრებიან.