საქართველოს კალათბურთის 16-წლამდელთა ნაკრები ბოსნიაში მიემგზავრება, სადაც 8-18 აგვისტოს ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩები გაიმართება. სარაევოში შეკრებილი 22 ნაკრები იმ 3 საგზურისთვის იბრძოლესბს, რომელიც მათ მომავალ წელს ელიტარულ, A დივიზიონში თამაშის უფლებას მისცემს.
კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრები ნაყოფიერად მოემზადა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა 16-წლამდელებმა 9 საკონტროლო მატჩი გამართეს, საიდანაც 6 მოიგეს. ქართველები ესტონეთს (56:76, 61:43), ბულგარეთს (63:62, 69:67) და ჰოლანდიას (68:65, 51:85) ორ-ორჯერ შეხვდნენ , ხოლო ლიეჟის საერთაშორისო ტურნირზე ბელგიას (61:67), პორტუგალიას (78:75) და შვეიცარიას (91:62) დაუპირისპირდნენ.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველო D ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები ბელარუსი, უნგრეთი, ჩეხეთი, ლუქსემბურგი და ავსტრია იქნებიან. გათამაშების სისტემა ასეთია: თითოეული ჯგუფის 2 საუკეთესო მომდევნო ეტაპზე გავა და I-VIII ადგილებისთვის იბრძოლებს. ჯგუფში 2-3 ადგილზე გასულები კი 9-16 ადგილებისთვის განაგრძობენ ბრძოლას.
დღეს, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა, რომელსაც პრესისა და ტელევიზიების წარმომადგენლები დაესწრნენ.